понедельник, 11 апреля 2016 г.

მესამე ტრენინგის რეფლექსია:

განვსაზღვრე პროექტის აქტუალურობა. ჩამოვაყალიბე თემის შინაარსი, საგნობრივი სტანდარტები მიუსადაგე არჩეულ თემას. განვსაზღვრე თემის მიზნები და ამოცანები

დღემ  ნაყოფიერად ჩაიარა.

пятница, 8 апреля 2016 г.

პირველი მოდულის რეფლექსია

განვიხილე და გავეცანი პროექტებით სწავლების თავისებურებებს. ვიმუშავე თემის შერჩევაზე. ჩამოვაყალიბე ჩემი საგნის თემა. განვიხილე ინტელის სახელმძღვანელო. შევქმენი პორტფოლიო.

გულისხმიერი ტრენერის დახმარებით, ტრენინგი მეტად საინტერესოდ წარიმართა, ვფიქრობ   არ გამიჭირდება მნიშვნელოვანი პროექტის შექმნა.

вторник, 6 ноября 2012 г.

პროექტი


ბერძნული კოლონიზაცია  საქართველოს ზღვისპირეთში  

1.მთავარი იდეა:  რა მიზეზებმა გამოიწვია ბერძნული კოლონიზაცია და როგორ ახერხებდნენ ბერძენი კოლონიზატორები ურთიერთობას ადგილობრივ მოსახლლეობასთან
2.მიზანი:
მოსწავლე მსჯელობს სხვადასხვა ეპოქაში  ამა თუ იმ რეგიონთან თუ სივრცესთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობის შესახებ
3.ამოცანები და განხორციელების გზები:
მოსწავლეები მოიძევენ   ინფორმაციას ბერძნული ახალშენების დაარსების შესახებ საქართველოს    შავი ზღვისპირეთში ; გაერკვევიან  კოლონიზატორებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ურთიერთობაში
4.შესრულების ვადები: 1 კვირა
5. მოსწავლეთა ასაკი: 14 წელი
6.რესურსები:
ინტერნეტ-საიტი, ,, საქართველოს ისტორიის ნარკვევები“, შესაბამისი პრესა, ,,ქართველი ერის ისტორია“ ავტ: ი.ჯავახიშვილი.  ეროვნული მუზეუმი
7.მოსალოდნელი შედეგი:
მიძიებული ელექტრონული რესურსების დახმარებით მოაწყობენ პრეზენტაციას, გამართავენ დისკუსიას, გაითამაშებენ როლებს ,,ბერძენი კოლონიზატორების ურთიერთობა ადგილობრივ მოსახლეობასთან“
8.პროექტის ხელმძღვანელი: ვ. გულიაშვილი
9. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა : vasilguliashvili@gmail.com
10.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: vasilguliashvili.blogspot.com

четверг, 25 октября 2012 г.

მოგესალმებით....
მე ვარ ვასილ გულიაშვილი ისტორიის მასწავლებელი, ვცხოვრობ სოფ: იტავაზაში მყავს მეუღლე და ორი შვილი